დაპოსტა fromtbilisi on Dec 30, 2013 14:56:46 GMT 4
კურდღლის ხორცის საცივი
მოსამზადებლად დაგვჭირდება: 1 ცალი – კურდღელი, 400 გრამი – ხახვი, 1 სუფრის კოვზი – ხმელი ქინძი, 1 სუფროს კოვზი – უცხო სუნელი, 4–5 კბილი – ნიორი, 1 ცალი – მწარე წიწაკა, 2 სუფრის კოვზი – დანაყული ზაფრანა, 450–500 გრამი – მშრალი ნიგოზი, ჩაის ჭიქა – ღვინის ძმარი, 2 ცალი – კვერცხი, მარილი და მიხაკ–დარიჩინი – გემოვნებით.
მომზადების წესი შემდეგია: დიდი ზომის ქვაბში ჩავდოთ კარგად გასუფთავებული კურდღელი და დავასხათ წყალი იმდენი, რომ მთლიანად დაიფაროს, თავახდილი ქვაბი შემოვდგათ ქურაზე და დუღილის დროს ხშირ–ხშირად მოვაცალოთ ქაფი. 30–40 წუთის შემდეგ, როცა კურდღელი მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, ხის დაფაზე ან ემალირებულ ლანგარზე დავდოთ და კარგად მოვაყაროთ მარილი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. შემდეგ კურდღელი მოვათავსოთ ღუმელში და ვაცალოთ, სანამ კარგად არ შეწითლდება. ქვაბში ჩარჩენილ ბულიონს ქონი გავაცალოთ, ანუ კოვზით მოვწმინდოთ ქონი, დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა ნახარშში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ტაფაზე კარგად მოვშუშოთ ვარდისფერი შეფერილობის მიღებამდე. შემდეგ ამ ნახარშს დავასხათ ბულიონი და ვადუღოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ამჯერად მოვამზადოთ სასაცივე მასალა. პირველ რიგში კი მოვამზადოთ სუნელები: ერთმანეთში ავურიოთ დანაყული ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა და დანაყული ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული მშრალი ნიგოზი, სასურველია თუ ოჯერ გაატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ეს მასა გაცერით საცერში, რომელსაც გახსნით ნახევარ ჭიქა ძმარში. ჩავასხათ ქვაბში და 20 წუთი ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, თან რეგულარულად ვურიეთ. შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ქურიდან და ვაცალოთ გაციება. ჩავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი, რათა კვერცხი არ აიჭრას. კურდღელი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ღრმა ფიალაში, მოვასხათ საცივის საწებელა და ზედ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.